ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლო კატალონიის პარლამენტს დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკრძალავს
05-10-2017, 19:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ორშაბათის სესია შეაჩერა, რომელზეც რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის გამოცხადება იგეგმება.

 


სასამართლომ განაცხადა, რომ ამგვარი ნაბიჯი „კონსტიტუციის დარღვევა“ იქნება.

 


უფრო ადრე, ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიო რაჰოიმ გააფრთხილა კატალონიის რეგიონული მთავრობა, რომ არ გამოაცხადოს დამოუკიდებლობა კვირას გამართული სადავო რეფერენდუმის შემდეგ.

 


კატალონიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება „დღეების საქმეა“ და დასძინა, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მომავალი კვირის სესიაზე მოხდება.

 


როგორც BBC იუწყება, სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებისას, არა მადრიდის მთავრობის, არამედ კატალონიის „სოციალისტური პარტიის“ პოზიციიდან გამოვიდა, რომელიც ეწინააღმდეგება ესპანეთიდან რეგიონის გამოყოფას.

 


სასამართლომ განაცხადა, რომ რეგიონული პარლამენტისთვის შეკრებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების ნების დართვა, პარტიის დეპუტატების უფლებებს დაარღვევს.

 


საკონსტიუტუციო სასამართლოს უფრო ადრინდელი გადაწყვეტილება, რომელიც კვირას რეფერენდუმის გამართვას კრძალავდა, კატალონიის ლიდერების მიერ იგნორირებული იქნა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი