ტროპიკულმა ქარიშხალმა „ნეიტმა“ კოსტა რიკაზე, ნიკარაგუასა და ჰონდურასში, სანამ იგი შეერთებული შტატების მიმართულებით გადაინაცვლებს, 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სხვა 20 კი დაკარგულადაა გამოცხადებული.
როგორც BBC იუწყება, ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ქარიშხალი კოკისპირული წვიმები, მეწყერებისა და წყალდიდობების მიზეზი გახდა. სტიქიის გამო იკეტება გზები, ნადგურდება ხიდები, ზიანდება სახლები.

კოსტა რიკაზე დაახლოებით 400 000 ადამიანი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი და ათასობით მობინადრე ღამეებს თავშესაფრებში ათენებს.
სულ მცირე 6 ადამიანი იმსხვერპლა ქარიშხალმა კოსტა რიკაზე, 11 ნიკარაგუაში და 3 ჰონდურასში.

შტორმმა ნიკარაგუაში მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.