რუსეთის ვლადიმირის ოლქში სარკინიგზო გადასასვლელზე ავტობუსისა და სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელმა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ ავტობუსი ყაზახეთიდან მოემგზავრებოდა და უზბეკეთის მოქალაქეები გადაჰყავდა, რომელთაგანაც 15 დაიღუპა.
BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ყაზახური სანომრე ნიშნების მქონე ავტობუსი მოსკოვში მიმემგზავრებოდა, ამკრძალავი სიგნალის იგნორირება მოახდინა, გადაკვეთა ბარიერი, რის შემდეგაც მატარებელს შეეჯახა, რომელიც სანკტ-პეტერბურგი-ნიჟნი ნოვგოროდის რეისს ასრულებდა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 3:30 საათზე მოხდა.
მოსკოვის რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, მორიგემ გადასასვლელზე სიგნალი ჩართო, თუმცა შეჯახება თავიდან ვერ იქნა აცილებული.
სამგზავრო მატარებლის მემანქანემ ავარიული მუხრუჭები გამოიყენა, ასევე განათებისა და ხმოვანი სიგნალები გაუშვა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავარიულმა მუხრუჭებმა სიჩქარის მინიმუმამდე შემცირება გამოიწვია, თუმცა მატარებლის სრულად გაჩერებისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.