კახა კალაძე: რითაც შეგვეძლო, დავამახინჯეთ ჩვენი დედაქალაქი - თუ დღეს და ხვალ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქალაქის წინსვლა და განვითარება
06-10-2017, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თვითკმაყოფილები არ ვართ და გვესმის, რომ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ 4 წლის განმავლობაში ყველაფერს მოვაგვარებთ, რადგან ისინი 20-25 წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია. რითაც შეგვეძლო, დავამახინჯეთ ჩვენი დედაქალაქი. თუ დღეს და ხვალ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქალაქის წინსვლა და განვითარება. ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალინდელი თბილისი უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს", „ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ნუცუბიძისა მიკრორაიონებისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრებისას გააკეთა.

 


პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძე ამომრჩეველს ქალაქის პრობლემების მოგვარების რეალურ გზას სთავაზობს - სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 7 პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

 


„ამ ყველაფრის შედეგიანობისთვის კი გვაქვს მეშვიდე - მართვის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღებაში მეტ ოპერატიულობას, ბიუროკრატიის შემცირებას და მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას“, აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 


შეხვედრებს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი