ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედრო ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს არის „სიმშვიდე, ქარიშხლის წინ“, მაგრამ შემდგომი დეტალები არ განუვრცია.
როგორც BBC იუწყება, იდუმალი კომენტარი რამდენიმე საათის შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ირანის ბირთვული პროგრამის მხარდაჭერის შეჩერებას გეგმავს.
მაგრამ, „ქარიშხალი“ შესაძლოა ეხებოდეს ჩრდილოეთ კორეასთან გაძლიერებულ დაძაბულობას, წერს BBC.
უფრო ადრე მან თავის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ იგი მათაგან მომავალში მოელის „სამხედრო არჩევანის ფართო სახეობის“ წარმოდგენას... „უფრო სწრაფი ტემპებით“.
ტრამპი თეთრ სახლში სამხედრო ლიდერებს შეხვდა, რის შემდეგაც მის მეუღლე მელანიასთან ერთად სამხედრო ლიდერებისა და მათი ცოლების მონაწილეობით სადილზე გადაინაცვლა. მან მომლოდინე პრესის წარმომადგენლებს ჰკითხა, თუ იცოდნენ, „რას მიანიშნებს ეს“.
„შესაძლოა, ეს იყოს სიმშვიდე ქარიშხლის წინ“, თქვა მან.
როდესაც რეპორტიორებმა დაჟინებით ჰკითხეს, თუ რა ქარიშხალზე მიანიშნებდა იგი, მან მხოლოდ ეს თქვა: „გაიგებთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.