საქართველოს პრემიერ მინისტრი ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს შეხვდა
06-10-2017, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა, ჟენის კასიმბეკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებული დინამიკა და ამ მხრივ არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

 


„ყურადღება დაეთმო სარკინიგზო და გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ყაზახური კომპანიების ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.

 


მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე. პრემიერ მინისტრმა ყაზახური დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.

 


ყაზახურმა მხარემ საქართველოს პრემიერ მინისტრს მადლობა გადაუხადა „ექსპო 2017“-ში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მასშტაბურ გამოფენაზე საქართველო ღირსეულად იყო წარმოდგენილი.

 


საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განსახილველ საკითხებს, რომლის მეცხრე სხდომა დღეს თბილისში გაიმართება", აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი