სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2017 წლის სექტემბრის თვეში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებული შემოწირულებების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს.
აუდიტის სამსახურის ცნობით, სექტემბერში აღნიშნულმა თანხამ ჯამში 4,560,667.75 ლარი შეადგინა.
„2017 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი შემოწირულება - 4,033,485 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 335,964 ლარით, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მესამე ადგილზეა 36,136.15 ლარის შემოწირულებით.
სექტემბრის თვეში ჯამში დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულია 44,212 ლარი, საიდანაც გულო ზუმბაძე და ალექსანდრე ელისაშვილი ლიდერობენ 15,500 და 15,146 ლარებით.
ჯამში თვის განმავლობაში განხორციელებული შემოწირულებებიდან მნიშვნელოვანი წილი უკავია იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ შემოწირულებებს (1,403,751 ლარი), რომელიც ძირითადად „ქართული ოცნებ“-ის მიერ იქნა მიღებული, მაგრამ სხვა 4 სუბიექტზეც ნაწილდება. ჯამში ქართული ოცნების მიერ მიღებული შემოწირულების 35% იურიდიული პირების მიერ იქნა განხორციელებული.
აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც ფულად და არაფულად შემოწირულებებს, ასევე საწევრო შენატანებს", ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.