საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესსა და კომისიის რეკომენდაციებზე ისაუბრებს
06-10-2017, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს, 6 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვენეციაში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესსა და მის ძირითად არსზე, ასევე, გაუმჯობესებულ ნორმებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ისაუბრებს.

 

 

„პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს ზოგადად საკონსტიტუციო რეფორმის არსზე, იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, იმ გაუმჯობესებულ ნორმებზე, რომელიც დღეს გვაქვს ასახული კონსტიტუციის ახალ პროექტში და ასევე, შეეხება იმ რეკომენდაციებს, რომელიც იქნა ასახული ვენეციის კომისიის მიერ“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა იმ არგუმენტის შესახებაც, რომლის თანახმადაც, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს არ გაიზიარებს.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა განმარტა, რომ მმართველი გუნდი ვეტოს მხოლოდ უმრავლესობისა და ვენეციის კომისიის შეთანხმების მიხედვით გაიზიარებდა.

 

 

„მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ამ ხნის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლო ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. პრინციპში, პროცესი უკვე დასრულებულია. ერთადერთი, რის ასახვაც ვეტოში შეიძლებოდა, რომლის გაზიარებისთვის უმრავლესობა არის მზად, ეს არის ის შეთანხმება, რომელიც არსებობს უმრავლესობასა და ვენეციის კომისიას შორის, პარლამენტის თავმჯდომარესა და ვენეციის კომისიას შორის. ამიტომ, ზუსტად ამ მოტივებით, ეს ვეტო არ იქნება გაზიარებული“, განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი