2017 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პიროვნების ნაცვლად, ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კამპანიას (ICAN) გადაეცა.
ნორვეგიული ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერიტ რეის-ანდერსენმა განაცხადა, რომ აღნიშნული დაჯილოდება ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოს აღიარების გამო მოხდა. მან აღნიშნა, რომ ჯგუფის ძალისხმევამ ყურადღება მიაქცევინა იმას, თუ რა „კატასრტოფული ჰუმანიტარული შედეგები შეიძლება დადგეს ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენების შემთხვევაში“.
როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, გამოითქმებოდა ვარაუდები, რომ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში შესაძლებელი იყო, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუჰამედ ჯავად ზარიფს და ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის, მათი ირანის ბირთვული შეთანხმების საკითხში შეტანილი წვლილის გამო გადასცემოდა, თუმცა ეს არ გამართლდა.
კამპანია (ICAN) 2007 წელს დაიწყო და დღეს 101 ქვეყანაში 468 პარტნიორ ორგანიზაციას ითვლის. ხელშეკრულება პირველი ლეგალურად დამავალდებულებელი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც ყოველმხრივ კრძალავს ბირთვულ იარაღს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.