პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე საარჩენო კამპანიის ფარგლებში, სოფლების, დღვანის, ქიძინიძეების, ლომანაურის, გოგნიაურის, კვიახიძეების მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და სოფლებში არსებულ ძირითად საჭიროებებს გაეცნო.
„ჩვენმა გუნდმა თქვენი გვერდში დგომით, გასულ წლებში, ინფრასტრუქტურული, კულტურული და სოციალური მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა. გპირდებით, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გაგრძელდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება გათვლილი. იგეგმება ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმუმ გაორმაგება, რაც მუნიციპალიტეტის განვითარების მიზნებისა და ამოცანების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს. ასევე, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდა და სოფლად ადამიანების დასაქმებაა“, განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
მერობის კანდიდატთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.