პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფლების, წყემის, კეთილარისა და საკაჭარავოს უბნის ამომრჩეველს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და ის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება.
„ადგილობრივი ხელისუფლება პროცესებს გამჭვირვალედ და მარტივად წარმართავს. ეს გუნდი მოუსმენს ხალხს და პრობლემებს მათთან ერთად გადაჭრის. ნებისმიერი საკითხი თქვენთან ერთად იქნება განხილული“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
შეხვედრაზე ყურადღება სოციალური პროგრამების მნიშვნელობაზეც გამახვილდა. ლევან მაკალათიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეების აქტივობა და „ქართული ოცნების“ გამარჯვება თითოეული მოქალაქის გამარჯვებას ნიშნავს.
აბაშის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მაჟორიტარობის კადიდატები წყემში - ზვიად კუპრავა, კეთილარში - ბაქარ შელია, ხოლო საკაჭარავოს უბანში - შოთა ჭანტურაია წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.