[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ღარიბაშვილისა და რომპეის ერთობლივი ბრიფინგი (ვიდეო)
04-02-2014, 19:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                                 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი უახლოეს მომავალში თბილისს ეწვევა. ამის შესახებ მან განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალი თვის ბოლოს საქართველოში ვიზიტს გეგმავს.

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტისთვის და ხაზგასმით დააფიქსირა ევროკავშირის პრინციპული პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისადმი. მანვე შეშფოთება გამოხატა მავთულხლართების გავლების პროცესის გამო.

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეი, მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს მხრიდან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირის მზაობა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოეწეროს ხელი.

 

 

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე ნება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. მან ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის როლი ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი