აბსოლუტური სიბეცეა, როდესაც ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ საპატრიარქოდან შეიძლებოდა გასულიყო ეს ინფორმაციები, საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა საპატრიარქოს ეს ინფორმაციები მითხრას ვინმემ, ასე გამოეხმაურა პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალები მედიასაშუალებებში საპატრიარქოდან გავრცელდა.
როგორც მიქაელ ბოტკოველმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას დღეს განაცხადა „დიდი ეჭვი არსებობს, რომ ეს ინფორმაციები გავიდა სწორედ ადვოკატებისგან".
„ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენდით, ჩვენ არ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მასალები, შესაბამისად, არც მოგვითხოვია და ვერც მივიღებდით. საიდან შეიძლება ჰქონოდა საქართველოს საპატრიარქოს მასალები, ან როგორ ფიქრობთ საპატრიარქო რატომ მისცემდა „რუსთავი 2"-ს ან სხვა ტელევიზიას? დიდი ეჭვი არსებობს, რომ ეს ინფორმაციები გავიდა სწორედ ადვოკატებისგან", აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.
მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მია ზოიძე, უფრო ადრე კი, საგამოძიებო ორგანოში გიორგი ფანცუალაია და მიხეილ რამიშვილიც დაიბარეს.
„ჩვენი ყველა ადვოკატის აზრით, ეს გამოძიება არ არის გამოძიება და არის ერთგვარი თითის დაქნევა დაცვის მხარის მიმართ, სწორედ ამიტომ, უარი განვაცხადეთ და გამოვიყენეთ სისხლის სამართლის 49-ე და 50-ე მუხლები, ანუ ერთი შეეხება იმას, რომ ეს ინფორმაცია თუ ჩვენ გვაქვს ასეთი, არის საადვოკატო საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია და მეორე - არავინ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ", განმარტავს ადვოკატი მია ზოიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.