ლონდონის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ემერიტუს პროფესორი, ჯეფრი ჯოუელი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი საუკეთესოა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული შეფასება ექსპერტმა ვენეციაში გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან შთამბეჭდავი პროექტია, რომლის მიზანია, საქართველოს კონსტიტუცია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, თანამედროვე კონსტიტუცია მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოს კულტურაზე დაყრდნობით. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ განხორციელებული სამუშაოთი - იმ დებულებებით, რომლებიც მიმართულია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ასევე, არის უნივერსალური ჯანდაცვის უფლება, გარემოს დაცვა და სხვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები, რომლებიც არ არის სხვა ქვეყნების კონსტიტუციების უმრავლესობაში. ისინი გარანტირებულია ზოგიერთ თანამედროვე კონსტიტუციაში, მაგრამ არა ყველგან, და ეს ძალიან შთამბეჭდავია“, განაცხადა ჯეფრი ჯოუელმა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.