საქართველოში ვიზიტად ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები იმყოფებიან. დღეს PSC-ის ელჩები, ვოლტერ სტივენსის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ.
თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორიამ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.
„საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოს და არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობას. ლევან იზორიამ ამ მხრივ ევროკავშირის მხარდაჭერასა და ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის განცხადებით, ელჩებმა დადებითად შეაფასეს ის რეფორმები, რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიასთან, ნატოს მიერ განსაზღვრულ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებთან.
ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა მინისტრსა და ქართულ მხარეს მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიური ჩართულობისა და კონკრეტულად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.
PSC-ის ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელოვანი საქმიანობა აღნიშნეს", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.