პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაბა აბასთუმნის, ობსერვატორიის, აღონილისა და არაზინდოს მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ენდელაძე წარუდგინა, სამომავლო გეგმა გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ზაქარია ენდელაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის აღდგენის საკითხზე მუშაობა დაიწყო. მერობის კანდიდატმა ასევე, რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა.
მერად არჩევის შემთხვევაში, ზაქარია ენდელაძე მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარების მზადყოფნას გამოთქვამს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.