ნოდარ ჯავახიშვილი: რა საკითხებზე გამახვილდება სამთავრობო პროგრამაში ყურადღება ჩემთვის უცნობია
30-04-2015, 03:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნოდარ ჯავახიშვილისთვის განახლებული სამთავრობო პროგრამის დეტალები, რითაც პარლამენტის წინაშე ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგება, უცნობია.


როგორც ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ სამთავრობო პროგრამა მისი უწყების მიმართულებასაც მოიცავს.


"მე შემიძლია გითხრათ ის, რომ სამთავრობო პროგრამაში ჩემი უწყების ნაწილზეც იქნება საუბარი. ეს არის 2015-2017 წლების ძირითადი მიმართულებები. დანარჩენი, რა საკითხებზე გამახვილდება სამთავრობო პროგრამაში ყურადღება ჩემთვის უცნობია. ალბათ, საუბარი იქნება ზოგადად შექმნილ ვითარებაზე და უახლოესი წლების ამოცანებზე", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.


რაც შეეხება უშუალოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტებს, ჯავახიშვილის განმარტებით, შენარჩუნდება ყველა ის პოზიტიური საწყისი, რაც უწყებაში დახვდა.


"2015-2017 წლების გეგმა უკვე გაწერილია, მასში საუბარია, როგორც გზებზე ისე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჩვენი ამოცანაა აღებული ტემპი შევინარჩუნოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავაღრმაოთ", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი