საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კომიტეტის წევრებს, რომლებიც საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებიან, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისუფალი-სავაჭრო ხელშეკრულებით სარგებლობის სიკეთეებთან და უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩებს საქართველოში ვიზიტისათვის ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესში.
„ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული პროცესის სრულუფლებიანი წევრი, ძალიან ბევრ ნათელ დაბრკოლებას ვხედავთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის - რუსეთის ფედერაციისაგან.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, რუსეთმა განიზრახა ძირითადად ერთი მიზნის მიღწევა - შეაფერხოს საქართველოს რეფორმები, დემოკრატიული პროცესი, საქართველოს ინტეგრაცია.
ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტა იყო კონტინენტის ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოკრატიული, კონტინენტის პროცესების გაძლიერებისაკენ მიმართული პოლიტიკის ჩამოყალიბება და იმ ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო შესაძლებლობების დალოდება, რომელიც ჩვენს მეზობელთან გვაქვს, რომელმაც გადაწყვიტა თავისუფალი არჩევანის ამბიციისათვის საქართველოს დასჯა და საქართველოს განვითარების მოპარვა", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა ევროპელ პარტნიორს ჩემი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისათვის და ასევე, საქართველოსათვის თანამშრომლობის კარების ფართოდ გახსნისათვის.
„ვიმედოვნებთ, რომ ღიად იქნება დაგომბილი რუსეთის პოლიტიკა,“ აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.