საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საკონსტიტუციო დოკუმენტის იმ ვარიანტის შესახებ ისაუბრა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის დღევანდელ დასკვნა,ს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, კომისიის დასკვნა ეს არის შეცდომების გასწორების მცდელობა იმ დოკუმენტში, რომელიც უმრავლესობამ ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთპიროვნულად მიიღო.
„ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა განსხვავდება წინა დასკვნისაგან იმით, რომ მასში ჩაიწერა მორიგი ორი შენიშვნა.
დასკვნის სულისკვეთება იგივე დარჩა: კომისია წუხილს გამოთქვამს, ერთპარტიული დოკუმენტის გამო და იმისათვის, რომ მიუხედავად თავად კომისიის თავმჯდომარის მცდელობისა, არ შეიქმნა შესაძლებლობა, რომ წარმართულიყო დიალოგი და შექმნილიყო კონსენსუსი.
გარდა ამისა, კომისია გამოთქვამს წუხილს, რომ არ მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიღწევა უნდა ყოფილიყო.
ამას დაემატა მცდელობა, რომ იქნებ რაღაცნაირად გაუმჯობესდეს ის კონსტიტუცია, რომელიც უკვე მიღებულია.
კომისია დაპირებად იღებს უმრავლესობის დაპირებას, რომ რაღაც ცვლილებები უკვე მიღებულ კონსტიტუციაში მალევე შევა“, განაცხადა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.