ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საუდის არაბეთისთვის მოწინავე ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის (Thaad) მიყიდვას მხარი დაუჭირა.
როგორც BBC იუწყება, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 15 მილიარდი აშშ დოლარის შეთანხმება წინ წასწევს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ინტერესებს.
ის გააძლიერებს საუდის არაბეთის და ყურის უსაფრთხოებას ირანული და სხვა რეგიონული საფრთხეების წინააღმდეგ, დაამატა სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელმაც აღნიშნული განცხადება ერთი დღის შემდეგ გაახმოვანა მას მერე, რაც საუდის არაბეთი დათანხმდა საჰაერო თავდაცვის სისტემების რუსეთისგან შეძენას.
შეთანხმება არ შეცვლის სამხედრო ბალანსს რეგიონში, განაცხადა პენტაგონის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ.
(Thaad)-ის სისტემები სამხრეთ კორეაშია განლაგებულია იმისათვის, რომ ქვეყანა ჩრდილოეთ კორეიდან შესაძლო ბირთვული თავდასხმისაგან იქნეს დაცული, თუმცა ჩინეთი სისტემის იქ განთავსების წინააღმდეგია, აცხადებს რა, რომ ეს რეგიონული უსაფრთხოების ბალანსზე უარყოფითი გავლენის მომხდენი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.