თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ ალისუბნის მოსახლეობას თერჯოლის მერობის კანდიდატი ბონდო სოფრომაძე წარუდგინა
07-10-2017, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ ალისუბანში თერჯოლის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ ბონდო სოფრომაძე და საკრებულოში ალისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბუცხრიკიძე წარადგინა.

 

 

მოსახლეობასთან შეხვედრა ქვედა ალისუბნის ცენტრსა და ზედა ალისუბნის საჯარო სკოლასთან შედგა.

 


„მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების განხორციელებისათვის თერჯოლისათვის უპრეცედენტო რაოდენობის თანხა დაიხარჯა, მე მაინც არ ვარ კმაყოფილი იმიტომ, რომ უფრო მეტი მინდა ჩემი ხალხისა და ჩემი რაიონისათვის. მე მეტს ვითხოვ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან. იმაზე უფრო მეტს, ვიდრე დღეს კეთდება. სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორის გამო ვერ განხორციელდა ბევრი პროექტი. თერჯოლაში ცვლილებების დროა. ჩვენი-ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს თქვენთვის საგრძნობი და სასიკეთო. თანამდებობებზე უნდა ინიშნებოდნენ ადამიანები ღირსების, ავტორიტეტის, განათლების, პატიოსნებისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით. მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები სწორედ ამ პრინციპით არიან შერჩეულები. მათი მხარდაჭერა ჩემი და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერაცაა. ჩვენ ერთად-ჭკვიანურად, გონივრულად და თანმიმდევრულად უნდა შევცვალოთ თერჯოლა. ადგილობრივ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელს კი არ შეგვიშლიან, არამედ თითოეული მოქალაქის პრობლემას მოიტანენ ჩვენამდე. ამიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“, მერობის კანდიდატს ბონდო სოფრომაძეს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბადრი ბუცხრიკიძეს, რათა ერთად-ჭკვიანურად, გონივრულად და თანმიმდევრულად შევცვალოთ თერჯოლა, გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია", მიმართა მოსახლეობას ელგუჯა გოცირიძემ.

 


„მე თქვენთან მოვედი მმართველი გუნდისა და თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის სახელითა და ნდობით. ეს მეტად საპასუხისმგებლოა ჩემთვის. ჩემი მხარდაჭერის შემთხვევაში მზად ვარ, გემსახუროთ 24 სათის განმავლობაში. ვიქნები თქვენი მხარდამჭერი და თქვენამდე ყველა იმ სიკეთის მომტანი, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს. ხმა მიეცით „ქართულ ოცნებას“, რადგან გეძლევათ შანსი, საკრებულოში მოხვდეს კიდევ ერთი თქვენი თანასოფლელი პარტიული სიით გოგი ბერძული. მისი გამოცდილება და განათლება საჭიროა ახალი საკრებულოსათვის. მე ვიცი თქვენი პრობლემები, ჩემო მეზობლებო და მეგობრებო. მთელი ამ 20 წლის მანძილზე, რაც დავტოვე თერჯოლის რაიონი, ყოველთვის ვიყავი ერთ-ერთი თქვენთაგანი-გულითაც და რეგისტრაციის ადგილითაც. მოვედი იმისათვის, რომ თერჯოლა გახდეს ერთ-ერთი მოწინავე რაიონი ქვეყანაში და მე-მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისა“ და თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის მხარდაჭერით შევძლებ ამას", აღნიშნა მოსახლეობასთან საუბარში ბონდო სოფრომაძემ.

 

 

ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი