ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა პარლამენტში, კობა ლურსმანაშვილმა, ვახანის თემის მოსახლეობას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ თოფურიძე და მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ფერაძე წარუდგინა.
„ღიად ვუცხადებ მხარდაჭერას მმართველი გუნდის კანდიდატებს და მჯერა, რომ ადგილობრიივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვეყოლება ძლიერი მერი და ძლიერი საკრებულო, ვიმუშავებთ გუნდურად და ხარაგაულელების საკეთილდღეოდ გადაწყდება არაერთი პრობლემა“, განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე.
ამომრჩეველს მიმართა ხარაგაულის მერობის კანდიდატმა. ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი სოფლის გაძლიერებაა.
„არაერთი აგრო პროექტი დააფინანსა ხელისუფლებამ, მნიშვნელოვანი პროგრამების ხელშეწყობა მოხდა სოფლის მეურნეობის კუთხით. ჩვენ 26 სოფელში გავაკეთეთ მთავარი გზები და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ვახანში მოეწყო სპორტული დარბაზი და საჭიდაო არენა. ეს ყველფერი ახალგაზრდებზეა მორგებული და ჩვენ ვზრუნავთ, რომ მათ აღარ დატოვონ სოფელი. ახალგაზრდებისთვის კიდევ ბევრი რამ გაკეთდება”, განაცხადა თოფურიძემ.
ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ძირითადი გამოწვევა სოციალური დახმარების შეჩერება, ბუნებრივ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა და ავარიული სახლებია.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ის თითქმის ყველა სოფელში აწყდება ავარიული სახლების პრობლემას და მისი გამარჯვების შემთხვევაში ამ პრობლემის გადასაჭრელად მეტი დატვირთვით იმუშავებს.
ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.