კახა კალაძე: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება და მეტად განვითარდება
07-10-2017, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება, ამიტომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად განვითარდება“, აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავჭალაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრისას გააკეთა.

 


მისი თქმით, მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, რათა შემცირდეს სიღარიბის დონე და თბილისში მცხოვრები მეტი მოქალაქე დასაქმდეს.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის კომპლექსურ ღონისძიებებს სთავაზობს - სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 7 პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას. გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, კახა კალაძემ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებზე ხაზი გაუსვა იმ ფართების დაკანონების საკითხს, რომლებშიც ოჯახები ათეულობით წელია ცხოვრობენ.

 


„ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, თუმცა მე მჯერა ეს საცხოვრებელი დროებითია და ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში“, განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. 

 

 

შეხვედრებს ესწრებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც, რომლის განცხადებით, წლების განმავლობაში საცხოვრებლით 35 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი არის დაკმაყოფილებული, მათმა ნახევარმა კი ბინები სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღო.

 


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. კახა კალაძე სხვადასხვა უბნებისა და რაიონების მცხოვრებებს თბილისის განვითარების საარჩევნო ხედვას მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად აცნობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი