„თბილისობა 2017”-ისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად იმართება.
საზეიმო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი რიყის პარკში, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, ლეღვთახევში და მეტეხის ხიდზეა დაგეგმილი.
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, წლევანდელი „თბილისობა” სიახლეებით გამორჩეულია.
„წლევანდელი „თბილისობა” გამორჩეულია დღესასწაულების რაოდენობით და იმ სიახლეებით, რომელიც ტრადიციულ ღონისძიებებთან ერთად არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის, რომ წელს პირველად, წარმოდგენილი იქნება ჩვენი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები”, განუცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.