საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული „ახალი ტფილისიდან" მიულოცა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაური განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თბილისობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო და სხვადასხვა გამოფენა დაათვალიერა.
„ყველას გილოცავთ თბილისობის ულამაზეს დღესასწაულს. მინდა, ყველას ჰქონდეს ასეთი განწყობა, როგორიც აქ არის, „ახალ ტფილისში". როგორც ამ უბანშია, ასეთი სილამაზე იქნება მთელ თბილისში. ძალიან მომწონს, როგორც გაკეთდა ძველი აღმაშენებელი. თბილისს აქვს უამრავი საგანძური, რომელიც ასეთი მიხედვის შემთხვევაში იქნება ძალიან ლამაზი. გარწმუნებთ, ზუსტად ასეთი ლამაზი იქნება მთელი თბილისი, ეს იქნება სოლოლაკი თუ თბილისის სხვა უბნები, სადაც თითოეული შენობა თბილისის საგანძურია და ჩვენ ამას აუცილებლად მივხედავთ. ყველას გილოცავთ. მინდა, ყველა თბილისელს და არათბილისელს, ვისაც თბილისი უყვარს, მივულოცო ეს დღესასწაული, რადგან ეს არის ძალიან ლამაზი დღესასწაული, შემოდგომის დღესასწაული და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ დღეს ყველას გულში სიხარულია", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.