საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
პრემიერთან ერთად, დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.
„თბილისობა 2017“-ის ეპიცენტრი იყო აღმაშენებლის რეაბილიტირებულ გამზირზე ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ იმპროვიზებული წარმოდგენა.
სამხედრო მუსიკოსებმა ღონისძიებაზე მოსულ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზეს. მათ რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ მელოდია შეასრულეს.
ლევან იზორია სამხედრო ორკესტრის წევრებს, ასევე ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა და თბილისობის დღესასწაული მიულოცა.
მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი მეუღლესა და შვილებთან ერთად აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე სანახაობრივ წარმოდგენებს დაესწრო.
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა კულტურული, საბავშვო-გასართობი ღონისძიება და კულინარიული გამოფენა-გაყიდვები მოეწყო.
სამხედრო ორკესტრი თბილისობის ხვალინდელ ღონისძიებებშიც მონაწილეობს. ქართველი სამხედრო მუსიკოსები გერმანიის სამხედრო ორკესტრის წევრებთან ერთად ევროპის მოედანზე კონცერტს გამართავენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.