"მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირი ნაკლული, ნახევრად უფლებამოსილი, უუფლებო მთავრობის არსებობას. მოქმედი მთავრობა აღარ არის უფლებამოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილია ახალი მთავრობა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთავრობის დამტკიცების პროცედურებზე საუბრისას.
მისი თქმით, მთავრობაში თუ შეიცვალა წევრთა 1/3, ეს ნიშნავს, რომ ამ მომენტიდან მკაფიოდ განსაზღვრულ ვადებში უნდა მოხდეს მთავრობის პარლამენტში მისვლა, მისი პროგრამის მოსმენა და კენჭისყრა.
"მთავრობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ, თუ მთავრობა მოვიდა და პარლამენტმა მას ნდობა არ გამოუცხადა. ამიტომ ეს სამართლებრივი თუ პოლიტიკური სპეკულაციები არის სრულიად უსაგნო", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.