ახმეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა რაც შეიძლება მეტი ფუნქცია შეიძინონ
07-10-2017, 17:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ ახმეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი ზემო ალვანის თემის სოფელ ხორბალოსა და ზემო ალვანის მოსახლეობას შეხვდა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ არსებული პრობლემების მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ერთობლივი მუშაობა აუცილებელია.

 


მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო. ასევე აღინიშნა, რომ ადგილზე შექმნილი სათემო საბჭოსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობის გარეშე, არც ერთი შესრულებული პროექტის ჩაბარება არ უნდა მოხდეს.

 


„ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივმა თითმმართველობებმა რაც შეიძლება მეტი ფუნქცია შეიძინონ. დეცენტრალიზაცია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადგილზე, თქვენთან ერთად, გადავწყვიტოთ ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, აღნიშნა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი