„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქში მცხოვრებ დევნილებს მერიაში სპეციალური სამსახურის შექმნას დაჰპირდა.
განცხადება ზაალ უდუმაშვილმა წყნეთში, დევნილებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, რომ არც ისე შორეულ მომავალში ჩვენ უკვე ერთმანეთს სოხუმში შევხვდებით, სოხუმში ავირჩევთ სოხუმის პირველ არჩეულ მერს და ერთად ვიზეიმებთ ამ ღირსშესანიშნავს თარიღს. თბილისში დაახლოებით, 100 000 დევნილი ცხოვრობს, როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოდან. ეს რაც ოფიციალურადაა რეგისტირებული, თუმცა, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან არარეგისტრირებული დევნილებიც ძალიან ბევრია თბილისში. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ამ ქალაქის უმნიშვნელოვანესი და მართლაც საამაყო ნაწილი, თქვენ ხართ გამორჩეული თქვენი თავდადებით, თქვენი ნიჭიერებით და თქვენი შრომისმოყვარეობით. ამ წლების განმავლობაში თქვენ ყოველდღიურად ამტკიცებთ ერთგულებას ამ ქალაქის მიმართ. სამწუხაროდ, ვერც ეს ქალაქი და ვერც ეს ხელისუფლება ვერ გპასუხობთ იმავეთი. დევნილთა სამინისტროს იმედი არ მაქვს. ამდენი წელი დევნილებს ასეთ ცუდ პირობებში უწევთ ცხოვრება. თბილისის არც ერთ ხელისუფლებას აზრადაც არ მოსვლია, რომ დევნილებისთვის განსაკუთრებული და სპეციალური სამსახური შეექმნა, რომელიც იზრუნებდა მათი პრობლემების მოგვარებაზე. სწორედ ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად განხორციელდება ოქტომბრის შემდეგ. დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად თბილისის მერია სპეციალურ სამსახურს შექმნის და თბილისის ბიუჯეტში გაჩნდება მუხლი, რომელიც ყოველწლიურად განსაზღვრავს 10 მილიონ ლარს დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის. ამ სამსახურს სჭირდება ხელმძღვანელი, რომელიც თავად გაუწევს კონტროლს ამ პროცესს. მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, თავად დევნილი ბესო შენგელია“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.