ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია: ბორჯომში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება
07-10-2017, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია სოფლების, კორტანეთის, ვარდგინეთის და ზანავის მოსახლეობას შეხვდა.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობთ, შეხვედრაზე ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ მოსახლეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ ლაშხი წარუდგინა.

 


შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი სოციალურ პრობლემებს, სოფლის მეურნეობისა განვითარებასა და მიგრაციის საკითხებზე გამახვილდა.

 


„ქართული-ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მთის კანონი მიმაჩნია, რომლითაც მაღალმთიანი სოფლები ისარგებლებენ. მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება ეტაპობრივად გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, რომ სოფლებიდან მიგრაციის პროცესი შევაჩეროთ და სოფლად მცხოვრები ადამიანების ყოფა გავაუმჯობესოთ“, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 


მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და ოთწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც, სოფლებში შიდა გზების მოწესრიგებისა და საბავშო ბაღების რეაბილიტაცია მოხდება.

 


„2018-2021 წლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება“, განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი