ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეირანს ჩრდილოეთ კორეის დაფინანსებაში დასდო ბრალი.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [ირანი] აფინანსებენ ჩრდილოეთ კორეას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვაჭრობენ ჩრდილოეთ კორეასთან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საქმეებს აწარმოებენ ჩრდილოეთ კორეასთან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია TBN-თან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ თეირანის ქმედებები „ძირს უთხრის“ ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას, რასაც ტრამპი ჯერ კიდევ მისი საარჩევნო კამპანიის დროს უწოდებდა „ყველაზე ცუდ შეთანხმებას“, რაც კი ოდესმე დადებულა და ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი მის გადახედვას აპირებს, რადგან მას ამერიკის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო დოკუმენტად მიიჩნევს.
პრეზიდენტმა დაამატა, რომ იგი ირანს „ცუდ მოთამაშედ“ თვლის, რომელთანაც მოქცევას „შესაბამისად აპირებს“.
ჩრდილოეთ კორეაზე კი ტრამპმა ბოლო განცხადება „თვითერზე“ გააკეთა და თქვა, რომ „პრეზიდენტები და მათი ადმინისტრაციები 25 წლის განმავლობაში საუბრობდნენ ჩრდილოეთ კორეასთან“, რამაც „არ იმუშავა“.
ტრამპს ამჯერად დამატებით არ განუვრცია თემა, თუმცა უფრო ადრე, გააფრთხილა ფხენიანი, რომ ამერიკის ეროვნული ინტერესების და რეგიონში მისი მოკავშირეების თავდაცვის მიზნით, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა, რომლის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები ტრამპის ადმინისტრაციის განსაკუთრებული აღშფოთების საგანია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.