ცნობილი ქართველი ექიმი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა 73 წლის ასაკში გარდაიცვალა
08-10-2017, 14:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ცნობილი ქართველი ექიმი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (თოდუას კლინიკის) დირექტორმა გიორგი წივწივაძემ დაადასტურა.

 


იგი 1944 წელს ზუგდიდში დაიბადა. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1968-1991 წწ მუშაობდა ა.ა. ვიშნევსკის სახ. ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც კარიერა რიგითი ექიმობიდან დაიწყო და წამყვანი განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობით დაასრულა. 

 


1991 წ. თბილისში დააარსა დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელსაც შემდგომში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა და გარდაცვალებამდე მისი უცვლელი დირექტორი იყო.

 


იგი გახლდათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1989), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). 1995 წლიდან გარდაცვალებამდე „საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის“ და „ტელემედიცინის ასოციაციის“ პრეზიდენტი, საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი იყო.

 


ფრიდონ თოდუა ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი, ასევე, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს, ჯანმრთელობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო ეთიკის და სხვა მრავალი საბჭოსა და კომისიის წევრი იყო.

 


ფრიდონ თოდუა 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის და 15 გამოგონების ავტორი, 200-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე, 15 სადოქტორო და 44 საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი