პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ანივარდ (ანი) მოსოიანი სოფლების - საღამოს, განძის, ფოკის, როდიონოვკისა და ტამბოვკის ამომრჩეველს შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივებისთვის პრიორიტულია; ასევე, ისაუბრა მომდევნო წლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ადგილობრივებმა ძირითად გამოწვევად წყლის, გარე განათებების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაასახელეს და მერობის კანდიდატს მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.
მოსახლეობასთან შეხვედრას ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბათ კიურეღიანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჩაპანიანი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.