პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი იურიკ უნანიანი სოფლების - იხტილის, მერენის, ბარალეთის, კოჩიოს, სირკვის, აგანის, ალათუმანისა და ბეჟანოს მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლის, გზების აღდგენის, გარე განათების, სპორტული დარბაზის მშენებლობისა და სამედიცინო პუნქტის გახსნის საკითხის მოგვარება დაასახელა.
შეხვედრებს ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.