„თბილისობის“ დღესასწაულზე საქართველოსა და გერმანიის სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა
08-10-2017, 17:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისობის დღესასწაულზე გამართულ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი და გერმანიის სახმელეთო ჯარების ორკესტრების ერთობლივ კონცერტს დაესწრო.

 


ევროპის მოედანზე, სადაც, „თბილისობა 2017“-ის ფარგლებში, სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, უწყების ოფიციალური პირები და მათი ოჯახის წევრები, ასევე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდნენ.

 


კონცერტი გერმანელი სამხედრო მუსიკოსების მარშით დაიწყო, შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. ქართველმა და გერმანელმა კოლეგებმა საორკესტრო და ჯაზ-კომპოზიციები მონაცვლეობით შეასრულეს. ღონისძიების კულმინაცია კი, მათ მიერ რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ ერთობლივი შესრულება იყო; რის შემდეგაც, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები და თბილისის მერი სცენაზე ავიდნენ და ორკესტრების წევრებს წარმოდგენისათვის მადლობა გადაუხადეს.

 


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და გერმანიის სამხედრო ორკესტრების ერთობლივი კონცერტის ორგანიზება სიმბოლურია, რადგან წელს საქართველოს სამხედრო ორკესტრს 25 წელი შეუსრულდა და ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი აღინიშნება. მან საქართველო-გერმანიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და გერმანელი სამხედრო მუსიკოსების თბილისობის ღონისძიებაში მონაწილეობა დადებითად შეაფასა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მოსახლეობასა და დედაქალაქის სტუმრებს თბილისობა კიდევ ერთხელ მიულოცა.

 


ქართველი და გერმანელი სამხედრო მუსიკოსების კონცერტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი, გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოსებ ნოლტე, ასევე თბილისობაზე მოსული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

 


მოგვიანებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა მეტეხის ხიდზე გამართული ავტომობილების გამოფენა დაათვალიერეს.

 


ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი