პარტია „ქართული ონცება – დამოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
მერობის კანდიდატი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან თამაზ ნავერიანთან და რუსლან გაჯიევთან ერთად, ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრაზე ასევე, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები იმყოფებოდნენ.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, თემურ აბაზოვმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მმართველი პარტიის მიღწევებზე ისაუბრა, სამომავლო გეგმები გააცნო და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
„მიმაჩნია, რომ თითოეული თქვენგანი სწორად აფასებთ დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებს და პოლიტიკურ ვითარებას, რადგან ის დაპირება, რომელიც გაცემული იყო მარნეულელი მოსახლეობის წინაშე, 2012 წლიდან დღემდე, ნაბიჯ-ნაბიჯ, სტაბილურად და ხარისხიანად სრულდება. 21 ოქტომბერს კვლავ არჩევანის წინაშე დადგებით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი სწორ არჩევანს გააკეთებს“, განაცხადა თემურ აბაზოვმა.
მისივე თქმით, მარნეული სიახლეეებს, მეტ განვითარებას, უწყვეტ რიტმსა და შრომას ელოდება.
„მზად ვარ, თითოეული თქვენგანის უკეთესი მომავლისთვის თავდაუზოგავად ვიშრომო და ბევრი წარმატება და სიკეთე მოვუტანო მარნეულს, თუმცა ეს ყველაფერი თქვენი ჩართულობისა და მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ ერთად შევქმნით ძლიერ თვითმმართველობას – ძლიერი თვითმმართველობა კი, ძლიერი საქართველოს საწინდარია“, - აღნიშნა მარნეულის მერობის კანდიდატმა.
შეხვედრის ბოლოს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, ალგეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალი მურადოვი წარადგინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.