ექსპერტი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამთავრობო კრიზისი შეიქმნას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.გია ხუხაშვილმა ეს მოსაზრება, გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ საუბრისას გამოთქვა. თუმცა, ხუხაშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო რისკზე არ წავა.
,,პრეზიდენტის აქტიურ მოქმედებას შესაძლოა სამთავრობო კრიზისი მოჰყვეს, რაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამოიწვევს. პრეზიდენტი, ჩემი აზრით, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებაა. გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური მოთამაშე არ არის. არ მგონია, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო რისკზე წავიდეს მიუხედავად იმისა, მას რაღაც მოსწონს თუ არ მოსწონს“,- აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმითვე, პრეზიდენტი ვალდებულია, სიტუაცია არ გაართულოს და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს.
,,ის არ არის არც ერთი პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი, ის დამოუკიდებელი ფიგურაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს. არსებულ რეალობაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ძალია რთულია, მაგრამ პრეზიდენტის როლიდან გამომდინარე, მან ეს უნდა გააკეთოს“,- აღნიშნავს ხუხაშვილი.
ამასთან, ექსპერტის პოზიციით, შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაა.
,,შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი სწორედ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იქნებოდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. თუ ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი იქნება“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.