საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად თბილისობის დღესასწაულზე აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს ელმარ მამედიაროვს, პავლო კლიმკინს და ანდრეი გალბურს ახალ აღმაშენებელზე უმასპინძლა.
ქართული საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ფეხით გაისეირნეს და სპეციალურად თბილისობისათვის დადგმული ქუჩის ღონისძიებები და გამოფენები დაათვალიერეს. სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, რის შემდეგაც სამახსოვროდ ქართული კერძების მენიუებით შექმნილი საქართველოს რუკა და ტკბილეული გადაეცათ.
საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ორგანიზაცია სუამ-ის საიუბილეო - 20 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაში მონაწილეობის მიზნით ეწვივნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.