საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი იყვნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სუამის საიუბილეო თარიღს და საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის როლს.
„პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად პრიორიტეტებთან დაკავშირებით, როგორ უნდა განვითარდეს თანამშრომლობა სუამის ფორმატში, აღნიშნა, რომ უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, იმისათვის, რომ ეს ფორმატი, რომელიც უნიკალურია და ითვალისწინებს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას, კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო ძლიერად იყოს წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე. პრეზიდენტის განცხადებით, სუამის საშუალებით, უფრო კოორდინირებულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც დგას საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანსა და უკრაინას წინაშე.
შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების თემატიკას, სექტორულ თანამშრომლობას და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.