„ქართული ოცნება“: საბავშვო ბაღების არც ერთი თანამშრომელი „ქართული ოცნებისგან" არ იღებს პარტიულ დავალებას
09-10-2017, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება“ პარტიის მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

 

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო მიზნებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

 


შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2012 წელს დასრულდა ის დრო, როდესაც ყოველგვარი ზღვარი იყო წაშლილი მმართველი ძალის პარტიულ რესურსსა და ადმინისტრაციულ რესურსს შორის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო წინა ხელისუფლების პირობებში იმ დაწესებულებების პოლიტიზება, რომელთა ფუნქცია ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვაა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურებაა საჯარო დაწესებულებების, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დეპოლიტიზება და ამ მიღწევას ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.

 


ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღების არც ერთი თანამშრომელი ქართული ოცნებისგან" არ იღებს პარტიულ დავალებას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიერ პარტიის მხარდაჭერას ითვალისწინებს. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც საბავშვო ბაღების თანამშრომლები არიან პარტიის აქტივისტები, რაც ამ უკანასკნელთა კონსტიტუციური უფლებაა. თუმცა, ისინი საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან არა როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები, არამედ მათი პარტიული სტატუსის ფარგლებში და ამ სტატუსის შესაბამისად. ამასთან, ისინი შესაბამის საქმიანობას ახორციელებენ არასამსახურებრივ საათებში.

 


ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" კვლავაც იზრუნებს საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის განუხრელ დაცვაზე და ადასტურებს მზადყოფნას, მოახდინოს სათანადო რეაგირება ამ პრინციპიდან ყოველგვარ გადახვევაზე. გარდა ამისა, მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ არჩევნების ყველა ნეიტრალურ დამკვირვებელთან ამ პრინციპის შესაძლო დარღვევის თითოეული ფაქტის შესასწავლად", აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების" პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

კომენტარები: 1
#1   tamazi
      
ქართული ოცნებისგან ისეთი მოტყუებული და გაწბილებული ვართ მეც და ჩემი ოჯახიც რომ ქართული ოცნების გაგონებაც არ მინდა
9 ოქტომბერი 2017 06:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი