არ ვგეგმავთ, რომ ერთ ლარად გადავცეთ ქალაქის ისტორიული ნაწილი ბიძინა ივანიშვილს და დავუკანონოთ კიდევ ახალი ტერიტორიები თაბორის მთაზე, აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, დღეს თბილისის საკრებულომ ხვალისთვის ჩანიშნა საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატის შეფასებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა გეგმავს „საბოლოოდ დაუკანონოს ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერის ტერიტორია და თაბორის მთაზე მდებარე ახალი ტერიტორია".
ზაალ უდუმაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს 10 ოტქომბერს 14:00 თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბონ და „ერთად დავიცვათ ეს ქალაქი მტაცებელი ივანიშვილისგან.
„ცოტა ხნის წინ, თბილისის საკრებულომ ჩანიშნა საკრებულოს სხდომა, სადაც „ქართული ოცნების" უმრავლესობა გეგმავს, საბოლოოდ დაუკანონოს ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერის ტერიტორია და თაბორის მთაზე მდებარე ახალი ტერიტორია. სხდომა ხვალ არის დანიშნული 16:00 საათზე. დღეს, მე დილით სწორედ ამ მიზნით მოვედი საკრებულოში, რათა უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარისგან და მისი მოადგილისგან მომეთხოვა თუ როდის გეგმავდნენ ისინი სხდომის ჩანიშვნას, რათა მალულად არ მომხდარიყო ამ საკითხის განხილვა. შემოსული არ ვიყავი შენობაში, რომ ზუსტად ხუთ წუთში, სასწრაფოდ დაიგზავნა მესიჯები, რომ სხდომა დანიშნულია ხვალ, 16:00 საათზე.
ბუნებრივია, ხვალაც ჩვენ იგივეს ველოდებით თბილისის საკრებულოში, რაც ხდებოდა აქ 29 სექტემბერს, როდესაც თბილისის საკრებულო გადაავსეს პოლიციით, სუს-ით და ზონდერჯგუფებით, რათა სასწრაფოდ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. ანალოგიური ვითარება იქნება, სავარაუდოდ, ხვალაც და ალყაშემორტყმული დაგვხვდება ეს შენობა ალბათ პოლიციით. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას. ეს უკვე არ ეხება არც პოლიტიკას და არც არჩევნებს. ეს ეხება ჩვენ სახლს, ჩვენ საერთო სახლს - ჩვენ თბილისს. არ ვგეგმავთ, რომ ერთ ლარად გადავცეთ ქალაქის ისტორიული ნაწილი ბიძინა ივანიშვილს და დავუკანონოთ კიდევ ახალი ტერიტორიები თაბორის მთაზე. ეს ბრძოლა ნამდვილად იქნება ბოლომდე და ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის დათმობას, ვინაიდან საქმე ეხება ჩვენ ქალაქს და ამ ბრძოლაში თბილისი არის მართალი. ასე რომ, ხვალ ყველას 14:00 საათზე გელოდებით თბილისის საკრებულოსთან - ერთად დავიცვათ ეს ქალაქი მტაცებელი ივანიშვილისგან", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.