უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელობა პარლამენტარის ქვრივის ყოფილმა სამოქალაქო ქმარმა, ტურინმა დაუკვეთა.
ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი" ავრცელებს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა დანაშაულის ორგანიზატორები და შემსრულებლები.
ყოფილი რუსი დეპუტატი დენის ვორონენკოვი, რომელიც სათათბიროს წევრი 2011-16 წლებში იყო, კიევის ცენტრში, მიმდინარე წლის 23 მარტს მოკლეს. მისმა დაცვის წევრმა, ერთ-ერთი უკრაინული სპეცსამსახურის თანამშრომელმა, მკვლელი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიების ვერსიით, დეპუტატის მკვლელი უკრაინელი პაველ პარშოვი გახდა. იგი მოხალისეთა ბატალიონ „დონბასის“ რიგებში ირიცხებოდა და მათ მხარეს იბრძოდა. მას ეროვნული გვარდიის მოქმედი მებრძოლის დოკუმენტები აღმოუჩინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.