პირველი ვიცე პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმატებით იქნა შეფასებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა უმრავლესობა გაწერილია სსფ-ის პროგრამაში.
„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც წარუდგინეთ პარლამენტს. ჩვენ და სავალუტო ფონდი შევთანხმდით ყველა ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიული - 3,5 პროცენტიდან 4.3 პროცენტამდე გაზარდა. მომავალ წელს, სსფ-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ კონსერვატიული პროგნოზით - 4.2 პროცენტზე დაგეგმა. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს - ჩვენი პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი 4,5 პროცენტი იქნება, რის თქმის საშუალებასაც გვაძლევს საბიუჯეტო შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების არსებული დინამიკა....
ზოგადად, სავალუტო ფონდი და მთავრობა თანხმდება, რომ 2018 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს მნიშვნელოვნად გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.