ჩვენ მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება დაგეგმილ მაჩვენებლებს. 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ზრდაში წარმმართველი როლი შეასრულა კერძო სექტორმა. ბიზნესმა წლის პირველ ნახევარში 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში 18 პროცენტითაა გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შედეგად, დადებითი ტენდენციებია საბიუჯეტო შემოსავლების შესრულების თვალსაზრისით“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.