ბუქარესტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე, ალიანსის ქვეყნების დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას “სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში”.
დოკუმენტის თანახმად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ამ ტერიტორიების მილიტარიზაციის გამო, გმობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს და რუსეთის მიერ ნატო-ს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რეზოლუციაში აღნიშნულია საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და მიღწეული პროგრესი, ხაზგასმულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს გააგრძელონ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დისკუსიები, გაზარდონ საქართველოს ჩართულობა რეგიონული უსაფრთოების გამყარებისკენ მიმართულ ნატოს აქტივობებში და ხელი შეუწყონ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონკრეტულ ნაბიჯებს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია 6 ოქტომბერს დაიწყო და მუშაობას დღეს, 9 ოქტომბერს დაასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.