„ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „თაბორის მთაზე იგეგმება ელექტროსადგურის დადგმა", რაზეც მისი თქმით, „ჩვენი ჯიბიდან მილიონ 700 000 იხარჯება" და რაც მისივე მტკიცებით, „ბიძინა ივანიშვილისთვის კომფორტის შექმნას" ემსახურება.
განცხადება ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ, თაბორის მთაზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ივანიშვილის მტაცებლობის შესახებ, რომელიც ჩვენ შევიტყვეთ დამატებით იმ მტაცებლობასთან, რომელიც მან მოაწყო თაბორის მთაზე. თქვენ იცით, რომ მან საკრებულოს გამოყენებით, მიიტაცა ჯერ 40 ჰა თაბორის მთის, ახლა იმატებს კიდევ 5 000 კვ. მეტრს, თაბორი რომ მთლიანად მისი გახდეს და იქ მოიწყოს მისი ეზო. ეს არ იკმარა ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ ხელთ გვაქვს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ამ თაბორის მთის, მისი ეზოს მოვლისთვის და მისი პრივილეგიებისთვის იგეგმება ელექტროსადგურის დადგმა თაბორის მთაზე და ამაში იხარჯება ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯიბიდან ამოღებული მილიონ 700 000. კორუფციულად, პირდაპირი ხელშეკრულებით და არა ტენდერით, ჩქარ-ჩქარა მათ ამოგვიღეს ჯიბიდან მილიონ 700 000 იმისთვის, რომ მოუწყონ ბიძინა ივანიშვილს ეზო, გააშენონ აქ სასტუმრო და მოიწყოს კომფორტი. გარდა ამისა, სასტუმროები, რომელთა აშენებასაც ის აქ აპირებს, ჩვეულებრივ იხდიან დენის ტარიფს, ბიძინა ივანიშვილს „თელასის" გვერდის ავლით, აძლევენ პრივილეგირებულ ფასად დენს მაშინ, როდესაც ჩვენ გვახსოვს რომ „ქართული ოცნება" და კონკრეტულად კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ ადამიანებს გაუიაფდებოდათ დენი, მათ ადამიანებს გაუძვირეს დენი, ხოლო ბიძინა ივანიშვილს უიაფებენ დენს ჩვენ ხარჯზე", განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მერობის კანდიდატის თქმით, ელექტროსადგურის დადგმას ხეების გაჩეხვა მოჰყვება.
„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაფორმდება ისევ ბიძინა ივანიშვილის მიერ დამორჩილებულ ინსტიტუტებში და ხვალ თქვენ იცით, რომ იმართება საკრებულოს სხდომა, რომელმაც უნდა დაასრულოს ერთი ეტაპი და გადაუფორმოს ბიძინა ივანიშვილს მიტაცება, ამ ტერიტორიის", განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საკრებულოს მისმა გუნდმა გაუგზავნა წერილი, სადაც კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მათ კანონის შესაბამისად, აქვთ საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება. მისი თქმით, ისინი საკრებულოს უმრავლესობას საკმაოდ მწვავე კითხვებს დაუსვამენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.