გურჯაანში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, არჩილ ხანდამაშვილისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ოფიციალური წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, თელავი-ახმეტისა და გურჯაანის მაჟორიტარები პარლამენტში, გელა სამხარაული და დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.
„კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ვიცი რომ, თითოეული საკითხის გადაჭრას განსაკუთრებული მიდგომა ჭირდება. „ქართული ოცნების“, ჩვენი გუნდის მიზანი მკაფიოა - ოთხი წლის შემდეგ გურჯაანი იქნება ერთ-ერთი მოწინავე და გამორჩეული მუნიციპალიტეტი“, განუცხადა ამომრჩეველს არჩილ ხანდამაშვილმა.
მერობის კანდიდატის განცხადებით, გურჯაანის მერია, რომელსაც ის უხელმძღვანელებს, იქნება საქმეზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი, ოპერატიული და გულისხმიერი.
„ჩვენ ვიქნებით, ყოველთვის თქვენ გვერდით. თქვენ იცით, რომ გზების რეაბილიტაციის მიმართულებით, ცენტრალური მაგისტრალების საკითხი მოგვარებულია.
გურჯაანის შემოვლითი გზა, ბაკურციხე-გურჯაანი- თელავის შემაერთებელი ახალი გზები, თბილისი- ბაკურციხის ჩქაროსნული მაგისტრალი, ეკონომიკურ, და ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა, შიდა საუბნო გზები, ჯერ კიდევ საჭიროებს მოწესრიგებას. სასწრაფოდ, უნდა მოგვარდეს სასმელი წყლის პრობლემა.
ჩვენ, თითოეული გურჯაანელის დახმარება, მათი გვერდში დგომა გვჭირდება“, მიმართა მხარდამჭერებს არჩილ ხანდამაშვილმა.
ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.