საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.
როგორც მან პრეიზდენტის ადმინისატრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც პარლამენტს გადაეგზავნება, „შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა".
„დღეს, მე გადავაგზავნი საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციასთან მიმართებაში მოტივირებულ შენიშნვებს. მოტივირებული შენიშვნები ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებულად დაიწერა. თუ აქამდე და სხვა შემთხვევებში მოტივირებულ შენიშვნებს ძირითადში ჩვენი შეხედულებებიდან გამომდინარე ვწერდით, კონსტიტუციასთან მიმართებაში გადაწყდა, რომ ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი, რის თაობაზეც, ამ ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდი მეც და მთელი ქართული საზოგადოება. ეს არის შეთანხმება, კონსენსუსი და სწორედ, შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა ეს მოტივირებული შენიშვნები", განაცხადა პრეზიდენტმა და მოტივირებულ შენიშვნებში შეტანილ საკითხებზე ისაუბრა.
„პარლამენტში წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები - 6-პუნქტიანი შეთავაზება პირველ ოთხ პუნქტში თავიდან ბოლომდე იმეორებს „ქართული ოცნების" ვალდებულებას ვენეციის კომისიასთან, ანუ მათი საკითხებია. მეხუთე საკითხიც ეს არის ის პოზიციტიური ინიციატივა, რომელიც იქნა არაერთხელ განხილული ქართულ საზოგადოებასთან, სადაც ხმები არ იყო საკმარისი და ახლა იქ ოპოზიციის ხმები არის უზრუნველყოფილი. და ერთადერთი საკითხი, რომელიც ასე ვთქვათ, ოპოზიციის საკითხია, ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი და აქაც არანაირი სიხისტე არ არის გამოვლენილი - ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.