„რესპუბლიკელი“ სენატორი ბობ კორკერი: ტრამპს ამერიკა „მე-3 მსოფლიო ომისკენ“ მიჰყავს, თეთრ სახლში ყოველდღე ისეთი სიტუაციაა, როცა მის შეკავებას ცდილობენ“
09-10-2017, 22:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატები შესაძლოა „მესამე მსოფლიო ომის გზაზე“ გაუყენოს, განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა“ ბობ კორკერმა.

 


მან თქვა, რომ ტრამპი პრეზიდენტობას „რეალითი შოუს“ მსგავსად ეპყრობა.

 


ტენესელმა კანონმდებელმა ასევე განაცხადა, რომ თეთრი სახლის თანამშრომლები იბრძვიან, რომ „შეაკავონ“ ტრამპი.

 


როგორც BBC წერს, კორკერის კომენტარები უჩვეულო თავდასხმაა მოქმედ პრეზიდენტზე მისი საკუთარი პარტიის წევრისაგან.

 


კორკერის კანდიდატურა გასულ წელს ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე განიხილებოდა, მაგრამ მას შემდეგ მათი გზები გაიყარა.

 


სენატორმა „ნიუ იორკ თაიმსს“ სატელეფონო ინტერვიუში უთხრა, რომ იგი შეწუხებულია პრეზიდენტის ქცევით.

 


„მე არ ვფიქრობ, რომ იგი აღიქვამდეს იმას, რომ როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუბრობს და ამბობს ისეთ რაღაცებს, რასაც ამბობს, გავლენა აქვს მსოფლიოს გარშემო, განსაკუთრებით რეგიონში, რომელსაც ის მიმართავს“, განაცხადა სენატორმა.

 


კორკერმა მიანიშნა, რომ პრეზიდენტმა - რომელმაც არაერთხელ გააბრაზა ბირთვული შეიარაღების მქონე ჩრდილოეთ კორეა - შესაძლოა შეერთებული შტატები „,მესამე მსოფლიო ომის“ გზაზე გაუყენოს.

 


„მე არ ვიცი, თუ რატომ წერს პრეზიდენტი ‘თვითერზე’ ისეთ რამეებს, რაც არ არის სიმართლე“, დაამატა მან.

 


„იცით, რომ ის ამას აკეთებს, ყველამ იცის , რომ ის ამას აკეთებს, მაგრამ ის მაინც აკეთებს“.

 


„დანამდვილებით ვიცი, რომ თითოეული დღე თეთრ სახლში, არის სიტუაცია, როცა ცდილობენ მის შეკავებას“, უთხრა კორკერმა გაზეთს.

 


კორკერის აღნიშნულ კომენტარებს წინ უძღოდა ტრამპის „თვითერზე“ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც კორკერი ევედრებოდა პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მის ხელახლა არჩევაში.

 


ტრამპმა თქვა, რომ მან უარი განაცხადა. ის კორკერს ასევე ბრალს სდებს იმაში, რომ იგი „დიდწილადაა პასუხისმგებელი ირანთან დადებულ საშინელ შეთანხმებაზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი