"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ უშიშროების სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური თვალთვალისთვის ძალიან გახშირებულია. ამის შესახებ ალასანიამ კამპანიის - "დიალოგი მოსახლეობასთან" ფარგლებში, კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
"საააკაშვილმა რაც გააკეთა, უკვე წარსულშია. რაც კარგი შეიქმნა, შენარჩუნებულია და ეს ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, მაგრამ იმის გამოსწორება, რაც ნეგატიური იყო, აუცილებელია. მე სწორედ ეს ერთ-ერთი პრეტენზია მაქვს ივანიშვილის ხელისუფლებასთან, რომ მან პრაქტიკულად გადმოიღო წინა ხელისუფლებისგან ზეწოლის მახინჯი ფორმები, როგორიცაა პროკურატურის, უშიშროების სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური თვალთვალისთვის და ეს ახლა ძალიან გახშირებულია. პრაქტიკულად ჩვენი ოფისების 24-სათიანი მონიტორინგი დაიწყეს. იმის იქით აღარ მიდიან, მაგრამ თავისთავად ეს არის საშინელება, რომ უშიშროების ოფიცრები მოწყვეტილი ჰყავთ თავისი ძირითადი საქმისგან და იხარჯება შრომა, ენერგია, რესურსი, ჩვენი ამომრჩევლების ფული... ეს არ შეიცვალა და სწორედ ამას საბოლოდ მოვუღებთ ბოლოს 2016 წლის არჩევნების შემდეგ. ამის პირობას მე ვდებ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.